ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 205-მდე გაიზარდა. ინფორმაციას, BBC ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტეგრირებულ ოპერატიულ საკოორდინაციო ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 202 ადამიანი ვალენსიის რეგიონში დაიღუპა, ორი – კასტილა ლა მანჩას რეგიონში, ერთი კი – ანდალუსიაში.
„მსხვერპლთა შეგროვებისა და იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება“ – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.