ფლორიდის შტატის, ქალაქ ორლანდოში ჰელოუინის ღამეს სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ექვსი დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაჭრილები რეგიონულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
სროლა ღამის დაახლოებით, პირველ საათზე იმ რაიონში მოხდა, სადაც ასობით ადამიანი ჰელოუინს აღნიშნავდა.
17 წლის დამნაშავე დაკავებულია.