ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად, “ვალენსიის” ყოფილი ფეხბურთელი დაიღუპა

ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად, “ვალენსიის” 28 წლის ყოფილი ფეხბურთელი დაიღუპა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს. ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სტიქიის შედეგად, ესპანელში 158 ადამიანია დაღუპული. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ქვეყნის არმია. ვალენსიაში განადგურებულია ინფრასტრუქტურა, სტიქიამ დაანგრია სახლები, მოვარდნილმა წყალმა წაიღო ხიდები და მანქანები, გაანადგურა გზები და რკინიგზა. რისკის ზონაში რჩებიან საქართველოს მოქალაქეებიც. საელჩომ მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი აამოქმედა.

 

მსგავსი თემები