ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ დიპლომატიურ კორპუსს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს დღეს წარუდგენენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ შტაბში, 18:00 საათზეა ჩანიშნული. როგორც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მთავარი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ელჩისთვის „ყველა კომპოზიციისა და კომპონენტის წარდგენაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე განახორციელა“.

„დღეს, 18:00 საათზე დიპლომატიურ კორპუსთან იქნება შეხვედრა, სადაც ჩვენ წარვადგენთ არჩევნების, უფრო სწორად სპეცოპერაციის ყველა კომპოზიციას და კომპონენტს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა. ამ არჩევნებს აღიარება არ ექნება. ძალიან ცალსახაა ფაქტები, რომლითაც ამომრჩევლის ნებაზე ტოტალური კონტროლი და მონაცემების გაყალბება მოხდა.

შეხვედრის მთავარი მზიანია, წარვადგინოთ ყველა მტკიცებულება იმ სისტემურ, დანაშაულებრივ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა” – აღნიშნა ვაშაძემ.

მსგავსი თემები