,,თუ თავმოყვარეობა აქვთ, არ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში” – მამუკა მდინარაძე

,,ჩემი აზრით, ესენი პარლამენტში შემომსვლელები არ არიან. ან არიან, წარმოდგენა არ მაქვს. უფრო მგონია, რომ არ შემოვლენ. ისე, თუ თავმოყვარეობა აქვთ, არ უნდა შემოვიდნენ, მაგრამ თავმოყვარეობა არ აქვთ და შეიძლება შემოვიდნენ კიდევაც”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას საარჩევნო ბაზების გახსნასთან დაკავშირებით.

„შემობრძანდნენ, კომისია გავაკეთოთ. გინდათ პარლამენტში, გინდათ გამოძიებაში მივიდნენ, გახსნან ყველა უბანი, ყველა უბანში ჩაჰყვნენ. რომელ უბანზეც 300 ათასზე კი არა 1 კაცზე აქვთ ეჭვი, იმ უბანზე შეიტანონ საჩივარი და ჩაჰყვნენ ბოლომდე. რაც უნდათ, გახსნან, რაც უნდათ, როგორ გახსნან. მე ვინ მეკითხება ბაზების გახსნას? ამას უნდა რაღაც ფორმატი. მათ უნდათ, რომ პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეს ნებისმიერ მოქალაქეს“, – აცხადებს მდინარაძე.

მსგავსი თემები