აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის, ვინც მას რუსეთთან მეგობრობას აბრალებს, ავადმყოფია.
„როგორც მოგეხსენებათ, მე გავანადგურე „ჩრდილოეთ ნაკადი 2“. მათ უყვართ იმის თქმა, რომ მე რუსეთის მეგობარი ვარ, რუსეთზე ვმუშაობდი, რუსების ჯაშუში ვარ. ეს ადამიანები ავადმყოფები არიან“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს.
როგორც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთისთვის ყველაზე მთავარ ამოცანად „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა იყო. ტრამპის განცხადებით, ეს არის მსოფლიოში უმსხვილესი გაზსადენი, რომელიც რუსეთსა და გერმანიას აერთიანებს.