ევროპის სახალხო პარტია ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების სასწრაფო გამოძიებას მოითხოვს.
,,EPP ქართველი ხალხის გვერდით დგას თავისუფალი და ყოველგვარი დაშინების გარეშე არჩევანის გაკეთებისთვის ბრძოლაში. მათი ადგილი ევროპის დემოკრატიულ ერებს შორისაა.
ყველა დარღვევა, რომელიც ჩადენილ იქნა ხელისუფლების ორგანოების მიერ ბოლო არჩევნების დროს, სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო პარტია X-ზე აქვეყნებს.