,,თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ცხვირწინ რომ ჰქონდეთ, მაინც ვერ მიხვდებიან ეს რა არის” – კრამერი

საქართველოში არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე შეფასებებს ამერიკის შეერთებული შტატების ექსპერტულ წრეებში აკეთებენ. ,,ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ჯორჯ ბუშ უმცროსის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი ეგზიტპოლების, წინასაარჩევნო შედეგებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ოფიციალურად გამოცხადებულ მონაცემებს შორის შეუსაბამობაზე საუბრობს.

,,ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა ის, არის თუ არა ეს არჩევნები ლეგიტიმური. ვფიქრობ, სამართლიანია ვთქვათ, რომ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები ჩნდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა კი მაინც ისაა, როგორ მოახერხა “ქართულმა ოცნებამ”, 30-40%-იდან, 53%-მდე ასულიყო”, – ამბობს კრამერი.

უკანასკნელი წყარო, რომელსაც დავეყრდნობოდი იმასთან დაკავშირებით იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, არის კრემლი ან ნებისმიერი რუსი ოფიციალური პირი. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ცხვირწინ რომ ჰქონდეთ, მაინც ვერ მიხვდებიან ეს რა არის. იმდენი წელია სამართლიანი არჩევნები არ ჩაუტარებიათ, რომ რუსეთში ამაზე გაკეთებული ნებისმიერი განცხადება აზრს მოკლებულია. თუმცა, ამავდროულად, ამ განცხადებებმა სერიოზული განგაშის ზარი უნდა შემოკრას ქართველებისა და დასავლეთისთვის, ეს ძალიან ცუდის ნიშანია”, – განაცხადა კრამერმა.

მსგავსი თემები