ბებიამ 5 თვის შვილიშვილი მოკლა

აშშ-ში, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ბებიას, რომელმაც 5 თვის შვილიშვილი იარაღით მოკლა. უცხოური მედიის ცნობით, მან დანაშაული ოქტომბრის დასაწყისში აღიარა.

ადგილზე მისულ პოლიციას ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდა. ბავშვს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. სროლის შემდეგ, ბებია გაიქცა რაიონიდან, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქალმა ოჯახის სხვა წევრებსაც ესროლა, იქამდე სანამ ბავშვს მოკლავდა. დოკუმენტების მიხედვით, „ქალმა ჩვილს თავში, ახლო მანძილიდან ესროლა, როდესაც ბავშვი საწოლზე იწვა“.

ქალის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ბებიას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

მსგავსი თემები