,,საქართველოს ჰქონდა ხარვეზიანი არჩევნები, რომლის შედეგიც, სავარაუდოდ, არ ასახავს ხალხის ნებას” – ჰელსინკის კომისია

,,საქართველოს ჰქონდა ხარვეზიანი არჩევნები, რომლის შედეგიც, სავარაუდოდ, არ ასახავს ხალხის ნებას”, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისია X-ზე წერს.

,,იმაზე, თუ რატომ უნდა მივიღოთ სერიოზულად ,,ქართული ოცნების” მიერ ქართული დემოკრატიის დივერსია და მზარდი ავტორიტარული პოლიტიკა”, – ასე აღწერს კომისია სტატიის შინაარსს, რომელსაც Politico აზიარებს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო გავლენიანი გამოცემა Politico საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ გამოვლენილი ფაქტები უაღრესად დახვეწილ მასიურ მანიპულირებაზე მეტყველებს.

მსგავსი თემები