IRI-ის პრეზიდენტი, დენიელ ტვინინგი X-ზე სენატორი როჯერ ვიკერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ფარსი უწოდა.
,,ძლიერი სიტყვები ძლიერი სენატორისგან. იმედია საქართველოს ხელისუფლება მიხვდება რა არის სასწორზე – რადგან ქართველების 90%-ს სურს გაწევრიანება ევროკავშირში, რასაც ასეთი ხარვეზიანი არჩევნები შეუძლებელს ხდის”, – წერს ის.
,,ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, ქართველებმა ფარსი მიიღეს”, – ასე ეხმაურება სენატორი როჯერ ვიკერი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.