ბოლო ინფორმაცია! – ესპანეთში სტიქიას 158 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 158-მდე გაიზარდა. მსხვერპლთა უმეტესი ნაწილი ვალენსიის პროვინციაშია. ვალენსიის მახლობლად მდებარე ქალაქ პაიპორტეში, სადაც 25 ათასი ადამიანი ცხოვრობს, 40 ადამიანი დაიღუპა.

სამხრეთ ესპანეთში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ და ღვარცოფმა დაანგრია გზები და ხიდები, წაიღო ხეები და მანქანები. ვალენსიასა და მადრიდს შორის დამაკავშირებელი რკინიგზის მუშაობის აღდგენას, სულ მცირე, სამი კვირა დასჭირდება. საგანგებო სამსახურები დაკარგული მოქალაქეების მოსაძებნად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

ადგილობრივი მეტეოროლოგების ინფორმაციით, რეგიონში სამშაბათს რვა საათის განმავლობაში ერთი წლის რაოდენობის ნალექი მოვიდა, რამაც მდინარეებში წყლის დონის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. სტიქიის გამო ესპანეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

მსგავსი თემები