ვილი სანიოლი მსოფლიოს წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელის ჯილდოზეა წარდგენილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი IFFHS-ის 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზეა წარდგენილი. ნაკრების მთავარი მწვრთნელი საზოგადოების ინტერესის ობიექტი, ჩვენი გუნდის ბოლო დროინდელი წარმატებული მატჩების შემდეგ გახდა.

ცოტა ხნის წინ, მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიანიჭეს.

ვილი სანიოლი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პოზიციაზე 2021 წელს დაინიშნა. სანიოლის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 1995 წელს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „სენტ-ეტიენში“ დაიწყო.

მსგავსი თემები