ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა (video)

ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა. სტიქიის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა ვალენსიაში, ორი ადამიანი კასტილია ლა მანჩაში და ერთი ანდალუზიაში. სამაშველო ჯგუფები აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს რამდენიმე ადგილას.

ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა, რომ პრიორიტეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძებნაა.

ესპანეთის თავდაცვის დეპარტამენტმა 1 205 სამხედრო მოსამსახურე, 300 მანქანა, 15 ვერტმფრენი და 18 უპილოტო აპარატი გაგზავნა სტიქიის ზონაში. ამ დრომდე 100-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

 

მსგავსი თემები