“აქციები გამარჯვების დასაბრუნებლად”-ოპოზიცია ქუჩაში გადის

პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის შემდეგ განცხადებები გაკეთდა. როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ, კონსულტაციების დასრულების შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ორშაბათს რუსთაველზე შეიკრიბებიან და მოქალქეებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

„ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, 19:00 საათზე, რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ როგორ – კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი“ – განაცხადა “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ ოპოზიციის გაერთიანებულ ბრიფინგზე.

როგორც ცნობილია, ლიდერები საზოგადოებას ოპოზიციის სამოქმედო გეგმას და სამომავლო ნაბიჯებს გააცნობენ.

 

 

მსგავსი თემები