“გელოდებით ყველას ქართული სტუმართმოყვარეობით. გაატარეთ ზაფხული საქართველოში”

  •  

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კამპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ჩაერთო და ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდა. 

სალომე ზურაბიშვილმა მიმართვა ბათუმიდან გაავრცელა.
„ჩვენ ვიმყოფებით შავი ზღვის ქართული რივიერის უმაღლეს ადგილას. ჩემს უკან არის ყველაზე თანამედროვე ქალაქი ბათუმი და მისი სანაპირო. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ადგილი, სადაც კულტურა ხვდება სილამაზეს. ჩვენ აქვს გვაქვს არქეოლოგიური ადგილები. გელოდებით ყველას ქართული სტუმართმოყვარეობით. გაატარეთ ზაფხული საქართველოში“,- ამბობს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

#SpendYourSummerInGeorgia !

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on პარასკევი, 05 ივლისი, 2019

ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში საქართველოს ტურიზმის მხარდამჭერი კამპანია “გაატარე ზაფხული საქართველოში” აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ.

მსგავსი თემები