როგორი იქნება ლაშა ბექაური ოცი წლის შემდეგ, როგორი ბავშვობა ჰქონდა და რისთვის არის მზად სამომავლოდ? – ამ თემებზე ისაუბრა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა გადაცემის ანონსში „ნოესთან“.
„ვცდილობ ბევრი კარგი საქმე გავაკეთო რაც შემიძლია ცხოვრებაში. ბავშვობა მქონდა ძალიან რთული, სოფლის ყოფა, გაჭირვება, უსახსრობა… გაჭირვების პერიოდში ბებო ემიგრაციიდან გვეხმარებოდა… ყველაფრისთვის მზად ვარ…“, – ამბობს ბექაური ანონსში.