ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საქართველო არც პრორუსია და არც პროევროპული. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელახალი არჩევით, ქართველები ავლენენ მზადყოფნას, დაიცვან თავიანთი ეროვნული ინტერესები, იდენტობა და მშვიდობა.
„ქართველმა ხალხმა უთხრეს „არა“ მოსკოვის ან ბრიუსელის საგარეო გავლენებს“, – დაწერა მარიანიმ.