სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პროკურატურაში დღესაა დაბარებული საგამოძიებო უწყებაში მისვლას და ჩვენების მიცემას არ აპირებს. პროკურატურამ, ცოტა ხნის წინ, ახალი განცხადება გაავრცელა.
უწყების თქმით, ადამიანები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და უარს აცხადებენ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებაზე, რაც აფერხებს გამოძიების პროცესს.
პლატფორმის ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერი, თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ პროკურატურასთან თანამშრომლობას არ აპირებს.
,,არანაირ თანამშრომლობას ივანიშვილის ჯიბის პროკურატურასთან მე არ ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე რეაქცია ექნებათ სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე განვმარტე, არანაირი გამოძიება და დამატებითი კვლევა ოპოზიციური ლიდერების თუ პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარება, არ სჭირდება იმ გარემოების დადგენას, რომ არჩევნების ფარულობის პრინციპი ტოტალურად იყო დარღვეული”, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.