“საქართველოში ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებს დაშინების და ფიზიკური შეურაცხყოფის მზარდ ფაქტებს”- გაფართოების ანგარიში

“საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა უკუსვლა, რამაც გამოიწვია ვითარება, როდესაც საქართველო იმყოფება გამოხატვის თავისუფლების მომზადების ადრეულ ეტაპს და მომზადების გარკვეულ დონეს შორის”- ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშის იმ ნაწილშია აღნიშნული, რომელიც გამოხატვის თავისუფლების საკითხს ეხება.

დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს დაშინების, მუქარისა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მზარდ ფაქტებს.

„მაღალი დონის საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკოსების მიერ მედიის სპეციალისტების მიმართ დისკრედიტაციის რიტორიკამ შექმნა მზარდი მტრული გარემო, რომელიც საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას, პლურალიზმს და ჟურნალისტების უსაფრთხოებას. „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღება კიდევ უფრო ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. ეს შემთხვევები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წამქეზებლები თავისუფალი რჩებიან და 2024 წლის თავდასხმების ფაქტებზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ევროკომისია აღნიშნავს, რომ შესრულდა კომისიის გასული წლის რეკომენდაციები მედიის ეროვნული მარეგულირებლის დამოუკიდებლობის შესახებ, თუმცა საჭიროა სხვა რეკომენდაციების დაცვა და, შესაბამისად, ისინი ძალაში რჩება.

„მომდევნო წელს საქართველოს განსაკუთრებით ესაჭიროება: უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყოს ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმებისა და დაშინების შემთხვევების სწრაფი, მიუკერძოებელი და სათანადო სამართლებრივი მონიტორინგი, მათ შორის 2021 წლის 5 ივლისის 50-ზე მეტი ჟურნალისტის მიმართ ძალადობის წამქეზებელთა მიმართ; უზრუნველყოს მედიას შეუფერხებლად მუშაობა და უზრუნველყოს სიძულვილის ენისაგან თავისუფალი გარემო; საკანონმდებლო ჩარჩოს შემდგომი გათანაბრება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან, უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმაციასთან დროული წვდომა ეფექტური ზედამხედველობის მექანიზმის შექმნით“ – აღნიშნულია ანგარიშში.

 

მსგავსი თემები