საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან არ იყო პოლიტიკური მზაობა ევროკავშირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, ამ მხრივ უკუსვლა შემაშფოთებელია.
„მიღწევები დაჩრდილა შემაშფოთებელმა უკუსვლამ ევროკავშირის წინაღმდეგ მტრულმა ნარატივებმა და დეზინფორმაციამ. საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა ცხრა ნაბიჯი. სამწუხაროდ სარქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ იყო საკმარისი პოლიტკიური მზაობა, საკმარისი რეფოემების განსახორციელებლად“- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.