“საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“- გაფართოების კომისია

“კომისიის გასული წლის რეკომენდაციები არ განხორციელებულა და ძალაში რჩება. მომავალ წელს საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშის იმ ნაწილშია აღნიშნული, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებს ეხება.

დოკუმენტის თანახმად, საქართველომ უნდა მიიღოს ეროვნული სტრატეგიები ყველა სახის სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დასაცავად, გააძლიეროს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაცია, უნდა მიიღოს უფრო გადამწყვეტი ზომები სიძულვილის ენისა და სიძულვილის დანაშაულების მიმართ და თავიდან აცილების მიზნით.

„საქართველომ უნდა გააუქმოს საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“; გამოიძიოს და სისხლის სამართლებრივი დევნა აწარმოოს 2021 წლის 5 ივლისსა და 2023 წლის 8 ივლისს თბილისი პრაიდზე მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების მიმართ, შეცვალოს ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ პირების უფლებების სრულად დაცვა; უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სრული პატივისცემა და დაცვა“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

 

 

 

 

 

მსგავსი თემები