ბათუმის ბულვარში ხანძარია. ცეცხლი ერთ-ერთ რესტორანს გაუჩნდა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით დაკეტილი იყო. შენობა ძირითადად ხის კონსტრუქციის იყო, რამაც ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუწყო.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შენობის დიდი ნაწილი განადგურდა. მეხანძრე მაშველების თქმით, გვერდით მდგომ ობიექტებს საფრთხე არ ემუქრებათ.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლმა დაახლოებით შენობის 250კვ/მ გაანადგურა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზი უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.