,,რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშის ძირითად ნაწილს აქვეყნებს:
,,ძირითადი ნაწილი ევროკომისიის მოხსენებაში გაფართოების შესახებ: ,,თუ საქართველო არ შეცვლის ახლანდელ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის გზას ევროკავშირში და არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას, არსებული პრობლემებისა და ძირითადი რეფორმების გადასაჭრელად, ევროკომისია ვერ იქნება იმ პოზიციაში, რომ საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას გაუწიოს რეკომენდაცია”, – წერს იოზვიაკი