ვაშინგტონსა და ორეგონში საარჩევნო ყუთებს ცეცხლი გაუჩნდა, ინციდენტებზე გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძრის შედეგად ასობით ბიულეტენი განადგურდა. გამომძიებლები თვლიან, რომ ორივე შემთხვევაზე პასუხისმგებელი ერთი და იგივე ადამიანია.
პორტლენდის პოლიციის განცხადებით, ადგილობრივი დროით დილის 3:30 საათზე პოლიციამ აღმოაჩინა საარჩევნო ყუთზე მიმაგრებული „საეჭვო მოწყობილობა“, რომელიც ბოლს უშვებდა და იწვოდა.
„არ შეცდეთ! თავდასხმა საარჩევნო ყუთზე არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიაზე და სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა ორეგონის შტატის მდივანმა, ლავონ გრიფინ-ვალადემ.
აშშ-ს ლიდერები მოუწოდებენ მოქალაქეებს, არ შეეშინდეთ და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.