თალიბანმა ავღანეთში ქალებს ქალების ხმის მოსმენა აუკრძალა

თალიბანმა ავღანეთში ქალებს ქალების ხმის მოსმენა აუკრძალა. ,,სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის” მინისტრმა ახალი შეზღუდვა, ორშაბათს, ხმოვანი შეტყობინებით გააგზავნა.

მიუხედავად იმისა, რომ თალიბანის გადაწყვეტილების დეტალები დაუზუსტებელია, ავღანელი უფლებადამცველების თქმით, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ქალებს ფაქტობრივად ერთმანეთთან საუბარი აეკრძალათ.

თავის გზავნილში მინისტრმა ხალიდ ჰანაფიმ თქვა: ,,მაშინაც კი, როდესაც ზრდასრული ქალი ლოცულობს და სხვა ქალი გაივლის, ეს ლოცვა არ უნდა იყოს ისეთი ხმამაღალი, რომ სხვებს ესმოდეთ”.

,,ფსიქოლოგიური წამების ფორმაა. ავღანეთში ცხოვრება ჩვენთვის, როგორც ქალებისთვის, წარმოუდგენლად მძიმეა. ყოველდღიურად გვაწამებენ. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მოვისმინოთ სხვა ქალების ხმა და მე არ მესმის, საიდან მოდის ეს შეხედულებები,” – უთხრა The Telegraph-ს ქაბულში მცხოვრებმა ავღანელმა ქალმა.

მსგავსი თემები