დღეს, ბრიუსელში 2024 წლის გაფართოების შესახებ 10 ქვეყნის ანგარიში გამოქვეყნდება

დღეს, ბრიუსელში 2024 წლის გაფართოების შესახებ 10 ქვეყნის ანგარიში გამოქვეყნდება. მას შემდეგ, რაც ანგარიში გამოქვეყნდება, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, პრესკონფერენციას გამართავს და ისაუბრებს საქართველოს ანგარიშზე.

ცნობისთვის, 2024 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ ერთ–ერთია იმ 10 ანგარიშიდან, რომელიც ქვეყნდება 2024 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, დეტალურად აფასებს ძირეული რეფორმების განხორციელების პროცესს და წარმოადგენს მკაფიო გზამკვლევს ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

მსგავსი თემები