პრეზიდენტი გამოკითხვაზეა დაბარებული

საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ გაყალბების დასადგენად საერთაშორისო გამოძიება მოითხოვეს, ცესკომ საქართველოს პროკურატურას მიმართა, გამოიძიოს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ბრალდებები.

ჯერჯერობით უცნობია პრეზიდენტის პოზიცია და გადაწყვეტილება, მივა თუ არა ის პროკურატურაში.

მსგავსი თემები