ბლინკენი ერმაკს შეხვდა – მხარეებმა აშშ-ის დახმარებასა და მშვიდობის ფორმულაზე ისაუბრეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს შეხვდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერი განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ბლინკენმა და ერმაკმა განიხილეს აშშ-ის სამხედრო და ეკონომიკური დახმარება და უკრაინის მხარდასაჭერად მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა, მათ შორის კონფერენციები უკრაინის მშვიდობის ფორმულის მხარდასაჭერად.

შეხვედრის დროს ბლინკენმა კვლავ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთის სასტიკი, აგრესიული ომის წინააღმდეგ ბრძოლაში და გაეროს წესდების საფუძველზე სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მხარდამჭერად რჩება.

მსგავსი თემები