Politico-ს ცნობით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ბელარუსში ჩავა, სადაც ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. მასთან ერთად მინსკის კონფერენციაში მონაწილეობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბასამ ალ-საბაღიც მიიღებენ.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კონფერენციაში მონაწილე ქვეყნები ევრაზიის უსაფრთხოების მომავალს განიხილავენ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფერენციაზე, სიტყვითაც გამოვა.
ცნობისთვის, სიიარტო 28-29 ოქტომბერს პრემიერ ორბანთან ერთად, თბილისში იმყოფებოდა.