,,საზღვარს თუ გადაკვეთენ, კი“ – ბაიდენის პასუხი კითხვაზე, უნდა დაარტყას თუ არა უკრაინამ ჩრდ. კორეელ სამხედროებს

,,უკრაინამ უნდა დაარტყას ჩრდილოეთ კორეის ჯარებს, თუ ისინი გადაკვეთენ მის სახელმწიფო საზღვარს რუსეთის ტერიტორიიდან”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეშფოთებულია ჩრდილოეთ კორეის ჯარების არსებობით კურსკის რეგიონში, სადაც ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება.

ამერიკის პრეზიდენტს ჰკითხეს, უნდა უპასუხოს თუ არა უკრაინის არმიამ ფხენიანის მიერ გაგზავნილ სამხედროებს „უკრაინის საზღვარს თუ გადაკვეთენ, მაშინ კი“, – უპასუხა ბაიდენმა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უახლესი მონაცემებით, დაახლოებით 10 000 ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურე გადის წვრთნას რუსეთის ტერიტორიაზე. ზოგიერთი მათგანი უკვე კურსკის რეგიონშია.

მსგავსი თემები