ეთო ბუზიაშვილსა და სოფო გელავას ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ

,,ატლანტიკური საბჭოს” თანამშრომლებს, ეთო ბუზიაშვილსა და სოფო გელავას ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. ინფორმაციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ რამდენადმესაათიანი მოკვლევის მიუხედავად, ბანკებმა მათ პასუხი ვერ გასცეს, კონკრეტულად რის საფუძველზე შეიზღუდა ბარათებს და ანგარიშებზე წვდომა.

,,ჩხრეკიდან 4 დღის შემდეგ, სოფო გელავამ მაღაზიაში პური ვერ იყიდა. ასე გავიგეთ ახალი ამბავი. მისი პირადი ანგარიშები და ბარათები გაჩერებულია. აღმოჩნდა, რომ ეთო ბუზიაშვილსაც იგივე პრობლემა აქვს. გუშინდელი საღამოდან “თიბისისთან” და “საქართველოს ბანკთან” ვარკვევთ თუ რატომ. პასუხი არ არის. “ვარკვევთ” “არ ვიცით, რაღაც ხარვეზი იქნება”… თითქოსდა პატარა პრობლემაა. ბანკებში წერილობით ახსნა-განმარტების გაცემაზე და საფუძვლის დასახელებაზეც უარს ამბობენ.

“თიბისის” ფილიალის მენეჯერი როგორც კი გადაღება დავიწყეთ, მტკიცებულებისთვის, თავისივე ბანკის ოთახიდან გაგვექცა. ბანკში საათები გავატარეთ. “დაგველოდეთ… დაგველოდეთ, ავალთ, ჩამოვალთ…” მერე ისევ. უსასრულო გაწელვა 6 საათამდე. ოფიციალურად ყადაღა არ ადევს ანგარიშებს, რაც ნიშნავს რომ უსაფუძვლოდ და უკანონოდ შეზღუდულია წვდომა და საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ სახელმწიფოს არაფორმალური ინსტრუქტაჟით. გვეუბნებიან რომ ანგარიშები გააჩერეს, თუმცა რა საფუძვლით ამაზე პასუხს ვერ გაგვცემენ. )) ვერც იმას, ვინ გადაწყვიტა ეს და ვისი პასუხისმგებლობაა. დალოდების საათები კი არ სრულდება.

თუ “თიბისი” და “საქართველოს ბანკი” ვერ ხვდებიან, რომ მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი შეიძლება მიიღონ ამ “ბესპრედელის” გამო (ქვეყნის გარეთაც) – გავაგებინებთ”, – წერს ნონიაშვილი.

მსგავსი თემები