“ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-სგან „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები მოითხოვა”- “ნიუ იორკ თაიმსი”“

ამერიკული გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი,“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, წერს რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ წარდგენილი „გამარჯვების გეგმის“ საიდუმლო ნაწილში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-სგან „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები მოითხოვა.

გაზეთის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ამერიკის ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა სრულიად არარეალისტურად მიიჩნია, როგორც პოლიტიკური, ისე ობიექტური მიზეზების გამო.

„ტომაჰავკის“ მოქმედების რადიუსია 1 500 მილი, ანუ 2 400 კილომეტრზე მეტი. უკრაინის ტერიტორიიდან მათი გამოყენებით შესაძლებელი იქნებოდა დარტყმების განხორციელება რუსეთის ევროპული ნაწილისა და ურალის მიღმაც, დასავლეთ ომსკის ოლქის ჩათვლით.

 

მსგავსი თემები