24-27 ოქტომბერს ქალაქ რიგაში გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც ხუთი ახალგაზრდა ჩოგბურთელი – ბარბარე სიხარულიძე, ანდრია ჩხარტიშვილი, ლუკა სიჭინავა, აკაკი გაბიცინაშვილი და ანასტასია ჩხარტიშვილი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იღებდნენ მონაწილებას.
19-წლამდე გოგონათა შორის მონაწილეობდა ანასტასია ჩხარტიშვილი, რომელიც 17-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონია.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაში, რომელსაც ევროპის ფარგლებში სარეიტინგო ტურნირის სტატუსი ჰქონდა, მონაწილეობას იღებდა ევროპის 13 ქვეყნის (ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, საფრანგეთ და სხვ.) 200-მდე ქვეყნის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი ახალგაზრდა მაგიდის ჩოგბურთელი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.