„ჰიბრიდული ოპერაციები ევროკავშირის სამეზობლოში“ – ლიეტუვას პრეზიდენტი

ლიეტუვას პრეზიდენტი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშიებით მორიგ განცხადებას აკეთებს  და ამბობს, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს ევროკავშირის სამეზობლოში.

„რუსეთი ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს ევროკავშირის სამეზობლოში. ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში აღნიშნული ჩარევის მტკიცებულებებია. მოლდოვაში, კრემლის უზარმაზარი ძალისხმევების მიუხედავად, ევროპულმა გზამ გაიმარჯვა. საქართველოში, არჩევნებს მასობრივი პროტესტი მოჰყვა. მოსახლეობას დემოკრატიასა და კეთილდღეობაში ცხოვრება სურს და არა ცენზურასა და ავტოკრატიაში. მოქალაქეებმა თავიანთი ევროპული არჩევანი გააკეთეს და მზად არ არიან მის დასათმობად. ევროკავშირისთვის გადამწყვეტია არ მიატოვოს საქართველოსა და მოლდოვის ხალხი… ლიეტუვა მყარად დგას საქართველოსა და მოლდოვის ხალხთან მათ მისწრაფებებში გაწევრიანდნენ ევროკავშირში“ – აცხადებს პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

 

მსგავსი თემები