,,ქართველები იმსახურებენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს” – ტიხანოვსკაია

ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და წერს, რომ საქართველო ევროპას ეკუთვნის, ხოლო ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იმსახურებს.

,,საქართველო ევროპას ეკუთვნის! დღეს ჩემი გული მამაცი ქართველი ხალხის გვერდითაა, რომელიც სამართლიანობისა და საკუთარი მომავლის ფორმირების უფლებისთვის იბრძვის. ქართველები იმსახურებენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ევროპულ გზას, რომელიც ემყარება დემოკრატიასა და თავისუფლებას და უპირველეს ყოვლისა, ძალაუფლებას თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი”, – წერს ტიხანოვსკაია.

მსგავსი თემები