,,ნება იბოძონ და ,,სმარტმატიკის” ხელშეკრულება გაასაჯაროონ” – გიორგი გახარია

,,ნება იბოძონ და ,,სმარტმატიკის” ხელშეკრულება გაასაჯაროონ”, – ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია, ცენტრალური სააარჩევნო კომისიის უარს ბაზების გახსნასთან დაკავშირებით.

,,მთავარი მოთხოვნაა გასაჯაროვდეს და მიეწოდოს პოლიტიკურ პარტიებს ,,სმარტმატიკთან” გაფორმებული ხელშეკრულების ასლი და ასევე, ცენტრალურმა სააარჩევნო კომისიამ გახსნას ბაზები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გადაამოწმონ საკუთარი თავი, რეალურად მათ ნამდვილად იმ უბანზე მისცეს თუ არა ხმა, რომელზეც დაფიქსირებული აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან გამოირიცხოს გაყალბების ის სქემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და გაგვაჩნია მტკიცებულებები”, – ამბობს გახარია.

 

მსგავსი თემები