,,ფაქტების შეგროვება ყოველდღიურად მიდის, დღეს დაგეგმილი გვაქვს პრეზიდენტთან შეხვედრა” – მამუკა ხაზარაძე

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში აგროვებენ არჩევნების გაყალბების ფაქტებს.

„შეხვედრები გაგრძელდება, კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა პრეზიდენტთან. ყველაფერი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ახალ არჩევნებს არ მივაღწევთ. ძალიან ბევრ საკითხს გავდივართ – უცხოელებთან ურთიერთობას, ამომრჩეველთან ურთიერთობას, ფაქტების შეგროვებას, რომელიც ყოველდღიურად მოდის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი თემები