არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპი უკრაინაში ომის სწრაფად დასრულებას კონფლიქტის ,,გაყინვით” აპირებს – Financial Times

,,არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპი უკრაინაში ომის სწრაფად დასრულებას კონფლიქტის ,,გაყინვით” აპირებს,” – წერს Financial Times.

გამოცემის ცნობით, ტრამპის გუნდის გეგმის მიხედვით, კონფლიქტი, შესაძლოა, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გარეშე, საზღვრის ორივე მხარეს, ავტონომიური და დემილიტარიზებული ზონების შექმნით გადაწყდეს.

ტრამპის ერთ-ერთი მრჩეველი ამბობს, რომ გეგმა შეიძლება 2014-2015 წლების მინსკის წარუმატებელი შეთანხმების გაცოცხლება იყოს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ თუ შეთანხმება დაირღვევა, რუსეთს ეკონომიკური პასუხისმგებლობა დაეკისრება. შესაძლოა, საუბარი იყოს რუსულ ნავთობსა და გაზზე ფასების შემცირებაზე.

მსგავსი თემები