,,ჩემი თუ არ სჯერათ, დაუჯერონ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენელ იურისტებს, რომელთა მხრიდანაც განმარტებები ამ საკითხზე იყო” – შალვა პაპუაშვილი

,,ჩემი თუ არ სჯერათ, დაუჯერონ თვითონ ოპოზიციის წარმომადგენელ იურისტებს, რომელთა მხრიდანაც განმარტებები ამ საკითხზე იყო”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად. ჟურნალისტმა თქვა, რომ ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, კონსტიტუციაში არ არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ პარლამენტს შეუძლია პირველი სხდომა პრეზიდენტის გარეშე ჩანიშნოს.

„ნუ ეჭიდებიან ხავსს. ადამიანი კარგი რაღაცისთვის რომ ეჭიდებოდეს ხავსს, ეს წარმომიდგენია, მაგრამ ქვეყანას ვერ ვანგრევ და იქნებ რაღაცნაირად დავანგრიოო – ასეთი მიზანი რომ აქვს ვიღაცას გულში ჩადებული და უნდა მოძებნოს რაღაც ისეთი, რომ როგორმე ქვეყანას წყალი შეუყენოს, ეს მათ ამორალურობას აჩვენებს. წესი არის ცალსახა: პარლამენტი ვალდებულია არაუგვიანეს მეათე დღისა შეიკრიბოს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ფუნქცია დანიშვნასთან დაკავშირებით არის ფორმალური. მეათე დღეს მისი გადაწყვეტილების გარეშეც შეიკრიბება პარლამენტი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები