„რას აპროტესტებს ბატონი გახარია ვერ გავიგე” – შალვა პაპუაშვილი

,,როგორც მაშინ მელიას გამო ნერვიულობდა გიორგი გახარია და გადადგა, ახლაც მელიას გამო ნერვიულობს და ამიტომ აპროტესტებს არჩევნების შედეგებს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, გაუგებარია გახარიას პროტესტი მაშინ, როდესაც ეგზიტპოლისა და ცესკოს შედეგები ერთმანეთს ემთხვევა.

„რას აპროტესტებს ბატონი გახარია ვერ გავიგე. ეგზიტპოლში რაც ჰქონდა, ის იყო ცესკოს შედეგიც. რას აპროტესტებს, ანუ ნაციონალური მოძრაობის გამო ნერვიულობს, მელიას გამო ხომ? როგორც მაშინ მელიას გამო ნერვიულობდა და გადადგა, ახლაც მელიას გამო ნერვიულობს და ამიტომ აპროტესტებს არჩევნების შედეგებს. მელიას გამო გადამდგარი ადამიანი ახლაც ზუსტად მელიას გამო ზრუნავს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები