აშშ-ში, კალიფორნიაში, რედლენდსში, მძღოლმა ლიანდაგზე ავტომობილით გადასვლა გადაწყვიტა, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. როგორც BBC წერს, შემთხვევისას ავტომობილის უკანა სავარძელზე ორი ბავშვი იყო.
ინტერნეტსივრცეში ვრცელდება კადრები, როგორ გადმოიყვანეს ისინი მანქანიდან რამდენიმე წამით ადრე, ვიდრე ავტომობილს მატარებელი შეეჯახებოდა. ბავშვები ავტომობილის მძღოლმა და შერიფის მოადგილემ გადაარჩინეს.