მკვლევარებმა მექსიკის ჯუნგლებში დაკარგული ქალაქი იპოვეს

მეცნიერებმა მექსიკაში მაიას ცივილიზაციის უზარმაზარი ქალაქი იპოვეს. როგორც BBC წერს, ქალაქი ჯუნგლებში, მცენარეული საფარის ქვეშ იყო დამალული. არქეოლოგებმა მას ვალერიანა დაარქვეს.

მათი თქმით, ქალაქის განვითარების პიკი ჩვენი წელთაღრიცხვით 750-850 წლებში იყო. ამ პერიოდში იქ 30-50 ათასი ადამიანნი ცხოვრობდა. ქალაქში არის პირამიდები, სპორტული მოედნები, ამფითეატრები, გზები და მოედნები. სულ ვალერიანში 6 764 შენობაა აღმოჩენილი.

არქეოლოგების ვარაუდით, ეს მაიას ცივილიზაციის სიდიდით მეორე ქალაქი იყო კალაკმულის შემდეგ. ისინი არ არიან დარწმუნებულები იმაში თუ რამ გამოიწვია ქალაქი დაცარიელება, თუმცა ვარაუდობენ, რომ ამაში დიდი წვლილი კლიმატის ცვლილებამ შეიტანა.

მეცნიერებმა აღმოჩენა სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატ კამპეჩეში, ტექნოლოგია Lidar-ის მეშვეობით გააკეთეს, რომელიც ლაზერის გამოყენებით მცენარეული საფარის ქვეშ არსებულ სტრუქტურებს ეძებს და მათ რუკას ქმნის.

მსგავსი თემები