„ქართული ოცნებისთვის“ პრორუსულის დაძახება თაღლითობაა – ტიერი მარიანი

„ქართული ოცნებისთვის“ პრორუსულის დაძახება თაღლითობაა”, – წერს ფრანგი ევროპარლამენტარი, ტიერი მარიანი, სოციალურ ქსელ X0ზე. როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის „ვოუქიზმს“ და ომის იდეოლოგიას ეწინააღმდეგება.

მისი თქმით, სწორედ ამის გამო სურთ ფონ დერ ლაიენს და სოროსს „ქართული ოცნების” შეცვლა.

„ეს არის საქართველოს პატრიოტთა მოძრაობა, რომელიც უარყოფს ევროკავშირის „ვოუქიზმს“, გლობალიზმს და ბელისიზმს. სწორედ ამიტომ უნდათ ფონ დერ ლაიენს და სოროსს მათი ჩამოგდება და სწორედ ამიტომაა ვიქტორ ორბანი მათ მხარდასაჭერად საქართველოში ჩასული“, – წერს მარიანი.

მსგავსი თემები