,,ტრამპი სულ უფრო არასტაბილური და არაადეკვატური ხდება, კოგნიტიური უნარების ტესტი უნდა ჩააბაროს” – კამალა ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს კოგნიტიური უნარების ტესტის ჩაბარება შესთავაზა. ამის შესახებ მან CBS-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ ტრამპი მართლაც უფრო და უფრო არასტაბილური და არაადეკვატური ხდება. მიმართავს სიტყვიერ შეურაცხყოფებს, რადგან რეალურად არ აქვს გეგმა ამერიკელი ხალხისთვის“, – განაცხადა ჰარისმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე ადამიანზე, რომლებიც დონალდ ტრამპთან თანამშრომლობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ გააკეთეს განცხადებები.

კამალა ჰარისის თქმით, ეს იმის დასტურია, რომ ტრამპი „არ გამოდგება შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე“.

 

მსგავსი თემები