22 წლის სტუდენტმა შვილი მშობიარობიდან რამდენიმე წუთში ბატიბუტის ყუთში ჩასვა და მოკლა

22 წლის ჯია სინ ტეო გასულ კვირას დამნაშავედ ცნეს 6 მარტს კოვენტრიში მდებარე სტუდენტურ ბინაში შვილის მკვლელობაში. მოსამართლე ტიპლსმა მკვლელს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ სტუდენტი პირადად გეგმავდა ბავშვის მოკვლას მშობიარობის შემდეგ.

სასამართლომ შეიტყო, რომ ტეომ, რაგლანის ქუჩაზე, 4 მარტს გააჩინა ბავშვი და რამდენიმე წუთის შემდეგ ჩასვა ბატიბუტის ყუთში, შემდეგ დალუქულ პლასტმასის ჩანთაში და ბოლოს ჩემოდანში.

პროკურატურის ცნობით, იმ დროისთვის, როცა პოლიციამ ცხედარი ორი დღის შემდეგ აღმოაჩინა, ბავშვი გარდაცვლილი იყო.

ბრალდებულმა უარყო შვილის მკვლელობა და განაცხადა, რომ ესმოდა ხმები, რომლებიც უბრძანებდნენ ბავშვის მოკვლას. განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ თქვა, რომ ის არ ითვალისწინებს ტეოს ვერსიას.

,,დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი შვილი ცოცხალი იყო ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში, სანამ მოკლავდით. დარწმუნებული ვარ, დამოუკიდებლად გადაწყვიტე მშობიარობა, რადგან გადაწყვეტილი გქონდა, რომ არავის სცოდნოდა შენი ორსულობის შესახებ და არავინ უნდა გაეგო, რომ შვილი გყავდა.

ეს იმიტომ მოხდა, რომ თქვენ გადაწყვიტეთ ბავშვის მოშორება მისი დაბადებისთანავე და მაშინ ვერავინ გაიგებდა, რომ თქვენ გყავდათ შვილი“, – განაცხადა მოსამართლემ.

მსგავსი თემები