,,საქართველოს დემოკრატია მკვეთრად დაეცა ,,ქართული ოცნების” ხელმძღვანელობით” – ,,მაკკეინის ინსტიტუტის” ანგარიში

,,დღეს საქართველო კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და მისი დემოკრატია მკვეთრად დაეცა ,,ქართული ოცნების” ხელმძღვანელობით. ეს არჩევნები კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია”, – განაცხადა ,,მაკკეინის ინსტიტუტის” აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორ ეველინ ფარკასმა.

იხილეთ ანგარიში:

,,26 ოქტომბერს, ქართველები არჩევნებზე მივიდნენ პარლამენტის 150 წევრის ასარჩევად. საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების აზრით, არჩევნების დღეს ადმინისტრირება უბნებზე პროფესიონალურად და ეფექტურად ჩატარდა, მაგრამ ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა დაშინების, დამკვირვებლების დაბრკოლების, ძალადობის, ბიულეტენების ჩაყრის, ორმაგი ხმის მიცემის, პირადობის მოწმობების ჩამორთმევისა და სხვა მნიშვნელოვანი დარღვევების ფაქტებს.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) განაცხადა, რომ დარღვევებმა სერიოზული გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე და სხვა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ დარღვევები მნიშვნელოვნად აღემატებოდა წინა არჩევნების დარღვევებს.

ამომრჩეველთა აქტივობამ 58,94% შეადგინა და წინასწარი შედეგებით, მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” 54,09 პროცენტი მიიღო, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” 10,12 პროცენტი, “კოალიცია ცვლილებისთვის” 10,92 პროცენტი, “ძლიერი საქართველო” 8,78 პროცენტი და “საქართველოსთვის” 7,76 პროცენტი. სხვა პარტიებმა ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს. ეს შედეგები მკვეთრად ეწინააღმდეგება ეგზიტპოლის რამდენიმე შედეგს, მათ შორის დამოუკიდებელი Edison Research-ის მიერ ჩატარებულს. ყველა მათგანში “ოცნებას” ჰქონდა 40-დან 42 პროცენტამდე, ხოლო ოპოზიციას 50 პროცენტზე მეტი. ველოდებით “სამართლიანი არჩევნების” მიერ ჩატარებულ ხმების პარალელურად დათვლის შედეგებს, რათა გადავამოწმოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგები.

ოთხმა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნები ბათილად გამოაცხადა და მოქალაქეთა პროტესტი მოითხოვეს.

“მაკკეინის ინსტიტუტის” აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორ ეველინ ფარკასმა კომენტარი გააკეთა: „ჯონ მაკკეინი 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ ყველაზე ბნელ საათში იდგა ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერდა ქართველების მისწრაფებებს, შეუერთდნენ დემოკრატიულ საზოგადოებას. დღეს საქართველო კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და მისი დემოკრატია მკვეთრად დაეცა “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობით. ეს არჩევნები კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია“.

წინასაარჩევნო გარემო გაჟღენთილი იყო საარჩევნო პროცესის მთლიანობის შელახვით. ეს პეიზაჟი ჩამოაყალიბა, სამოქალაქო საზოგადოების დახშობისა და დაშინების მიზნით, “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ უცხოური აგენტების შესახებ ახალი კანონის იმპლემენტაციამ, ძალადობრივმა ფიზიკურმა თავდასხმებმა სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკურ და მედია ფიგურებზე, “ქართული ოცნების” უარმა დაპირებული საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე, ფართო დეზინფორმაციულმა კამპანიამ და შიშის გაღვივებამ. მთავრობა აწარმოებდა კამპანიას ავტოკრატიული ზომების მიღების დაპირებით, მათ შორის იყო ყველა ოპოზიციური პარტიის აღმოფხვრა და და იმ სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების გასამართლება და დაპატიმრება, რომლებიც მათ აკრიტიკებდნენ. მთავრობამ, რომელსაც კრემლის საინფორმაციო კამპანიები ეხმარებოდა, ასევე გააჩინა შიში ომის შესახებ, თუ ამომრჩევლები არ აირჩევდნენ “ქართული ოცნებას”.

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი ასევე გამოირჩეოდა ხელისუფლების დაშინების, განსაკუთრებით სახელმწიფო თანამშრომლების, ნაცნობი ტაქტიკით. ასევე, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და სპორადული ძალადობით.

“საარჩევნო უბნების გახსნამდე, არჩევნების სამართლიანობა საეჭვო უკვე იყო”, – თქვა ლორა თორნტონმა, “მაკკეინის ინსტიტუტის” უფროსმა დირექტორმა.

მთავრობის თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, შიშისა და დაშინების ატმოსფერო, კომპრომეტირებული საარჩევნო კომისია, “ქართული ოცნების” მუქარა ოპოზიციური პარტიების აკრძალვით, ეს ყველაფერი ძირს უთხრის სანდო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას.

,,მაკკეინის ინსტიტუტი” მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გამოიძიონ საარჩევნო დარღვევები და ძალადობა და განიხილონ საარჩევნო საჩივრები. ჩვენ გავაგრძელებთ არჩევნების შემდგომ პერიოდში განვითარებულ მოვლენების მონიტორინგს და ქართველი დემოკრატების სოლიდარობას”, – წერია ანგარიშში.

მსგავსი თემები