ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ლოდის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სოფელ დოლოგანთან კლდიდან ქვის ლოდის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საკუთარი ავტომანქანებით გადაადგილდებოდნენ და მოულოდნელად ლოდები დაეცათ. ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს და წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

თვითმხილველების თქმით, ქვის ლოდი ორ ავტომობილს დაეცა, რის გამოც მოძრაობა რამდენიმე წუთით შეზღუდული იყო. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.

მსგავსი თემები