“ორი იზოლირებული პრემიერ-მინისტრი დღეს თბილისში ერთმანეთს ხვდება,”- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს.
„მოდით ნათელი ვიყოთ: ვიქტორ ორბანს შეუძლია თავისი ქვეყანა და მისი მიკერძოებული დიპლომატია წარმოადგინოს. ის ევროკავშირს არანაირად არ წარმოადგენს. ორი იზოლირებული პრემიერ-მინისტრი დღეს თბილისში ერთმანეთს ხვდება“- წერს ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში.