,,საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს და შეცვალოს ის ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მიმართულებას”, – განცხადებას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
,,საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს და შეცვალოს ის ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მიმართულებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყება ეხმაურება არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებსაც და ყველა მხარეს ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
,,ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან”, – აღნიშნულია განცხადებაში.